ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია. 

საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადების მიხედვით, სინვარი დღეს ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.

"ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის სიკვდილი ხნის მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესაძლებლობას და გზას უხსნის ცვლილებებს, რომელიც ახალ რეალობას მოიტანს ღაზაში - "ჰამასის" და ირანული კონტროლის გარეშე", - აღნიშნა მინისტრმა.

61 წლის სინვარი "ჰამასის" ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის "ორგანიზატორი".