14:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
14:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
1771445968
მისივე თქმით, ის კანონები, რაც ხელისუფლებამ მიიღო, მათი შიშის გამოვლინებაა."შეხედეთ, "ქართული ოცნება" რა მდგომარეობაშია - ჩამოშლილი და ჩამონგრეულია, წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესები. ის, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს, არის ხუხულის შეწებება, რაღაცას აკეთებს, ცდილობს, რომ ძალა აჩვენოს და ლეგიტიმაცია მოიპოვოს ძალადობით. ამ ყველაფერს ჩვენი ერთი მიწოლა სჭირდება, ისეთი, როგორიც იყო გასულ წელს და ფიზიკურად ვეღარ გაუძლებს ამ ყველაფერს "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ ისედაც ხუხუხლაზე დგანან, რომელიც ჩამოვარდება, ვეღარ გაძლებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, როგორ ეშინიათ მის მარიონეტებს ამ პროცესების და იმის, თუ როდის და როგორ დასრულდებიან, აბა, სხვა არანაირი ახსნა არ აქვს იმას, რატომაც იღებენ ამ შლეგ კანონებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
1771444448
მისივე თქმით, ოპოზიციაში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ან ყველა იმარჯვებს, ან ყველა მარცხდება."ოპოზიციას რაც შეეხება, ახლა რა პროცესიც მიდის, კარგია, დუღილია და საბოლოო ჯამში, თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს პროცესი დასრულდება ერთი დიდი ერთობის შეკვრით, რომელიც არ იქნება უბრალოდ ფურცელზე არსებული და საჩვენებელი ერთობა, არამედ იქნება ის, რაზეც მე წლებია, ვსაუბრობ - რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანები შეიკვრებიან, როგორც ერთი გუნდი და იმოქმედებენ ისე, როგორც ერთი გუნდი.კოორდინაცია არსებობს ძალიან დიდი ხანია. კოორდინაცია ჩემს დაჭერამდეც არსებობდა და რიგი მიმართულებებით, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კოორდინაციაც არსებობს, როცა საუბარია გარეთ, ჩვენს მეგობრებთან კოორდინაციაზე, ან თუნდაც აქციის დაორგანიზებაზე. არის მიმართულებები, სადაც კოორდინაცია არსებობს, მაგრამ მე რაზეც ვსაუბრობ და რაც მგონია გამარჯვების ფორმულის საფუძველი, ეს არ არის უბრალოდ კოორდინაცია, ეს არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც ერთი გუნდი. მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები, რომლებშიც არსებობს დაკვეთა, რომ უნდა შეიქმნას ერთობა, შეიძლება ამის არტიკულირებას ვერ ახდენდნენ, მაგრამ მათი დაკვეთა არის სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებდეთ, როგორც ერთი გუნდი.იმის თქმა მინდა, რომ დადებითად ვარ განწყობილი. მგონია, რომ აქედან შეიკვრება გუნდი, რომელიც მართლა გუნდი იქნება და არა უბრალოდ კოორდინაციაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები თუ პარტიები და თუ ამ გუნდის მიღმა დარჩება "ლელო" ამ ეტაპზე, ან კიდევ ვინმე სხვა, მათთანაც მგონია, რომ უნდა გვქონდეს თანამშრომლობის დაახლოებით ისეთივე რეჟიმი, როგორიც ამ გუნდის შიგნით, რომ ნდობა გაჩნდეს და საბოლოოდ ყველა ჩავჯდეთ ერთ ნავში და განცდა გვქონდეს, რომ ან ყველა ერთად ვიძირებით, ან ყველა ერთად გავდივართ მოგებაზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
1771444197
"ჩვენ შემდეგი შეხვედრის მოლოდინი გვაქვს და სწორი იქნებოდა, რომ ეს თებერვალში მომხდარიყო. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და შვეიცარია, როგორც მასპინძელი, იმყოფებოდნენ. ჩვენ, უკრაინაში, ყოველთვის ვიცავთ იმ პოზიციას, რომ ევროპა უნდა იყოს პროცესში მონაწილე“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, დღეს ჟენევაში უკრაინის დელეგაციასთან რამდენჯერმე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უკრაინის ინტერესს შედეგის მიღწევის მიმართ."დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები საკმარისია. სამხედროებმა ზოგიერთი საკითხი სერიოზულად და არსებითად განიხილეს. მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისებთან დაკავშირებული საკითხები და ლიდერების აუცილებელი შეხვედრა ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შემუშავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.როგორც მან აღნიშნა, უკრაინელ მომლაპარაკებლებს ჰუმანიტარული კურსის განხილვა დაავალა."ჩვენ გვჭირდება ტყვეების გაცვლა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას თითოეულზე და მუდმივად ვმუშაობთ ჩვენივე ადამიანების დასაბრუნებლად - უკრაინელების სახლში დასაბრუნებლად. ყველა გაცვლა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, თუმცა თარიღი და ჩატარების ადგილი ჯერ არ გახმაურებულა.
1771442809
მისივე თქმით, ისევე როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ფიქცია, ასეთივე ფიქციაა, რომ ახლა სუსი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნავს."რეალურად, რა მიზანია და რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? - დიახ, ბევრი შესაძლო ვარიანტი შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელიც ერთდროულად შეიძლება არსებობდეს.ერთი, რა თქმა უნდა, ის, რომ ვინმეზე ჩვენების მიცემას ითხოვდნენ დავითაშვილისგან.მეორე, რადგანაც შაჰდენისის გაზსადენიდან ახლა გაზს იღებენ ევროპული ქვეყნები, არ გამოვრიცხოთ, რომ ევროპული ქვეყნების მიმართ გარკვეული შანტაჟის მცდელობასაც ჰქონდეს ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომ აი გამოძიება დავიწყე და შესაძლებელია თქვენი გაზმომარაგების საკითხი ჩემ ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულს უკავშირდებოდეს და ამ მხრივ პრობლემები შეექმნათ. რა რაოდენობაც უნდა იყოს [გაზი], რა თქმა უნდა, ეს არასწორი ნაბიჯი იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ სიტუაციაში, ასეთი ძალმომრეობითი, ჩვენ კარგად ვხედავთ, იგივე ბაჩიაშვილის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა, როგორი რეჟიმის მარიონეტია ყველა საგამოძიებო უწყება და რა თქმა უნდა კლანური სასამართლო, რომელსაც სასამართლო რთულია რომ უწოდო. ასე, რომ როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილის დაკვეთით ხდება ახლა, ამ ტიპის გამოძიების წარმოება, ეს უბრალოდ ძლიერი პოლიტიკური მესიჯია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისადმი და ამ შემთხვევაში, შეიძლება არც კი ჰქონდეს მნიშვნელობა გაზის მოცულობას, რაც ამ გაზსადენიდან მიეწოდება.ეს შეიძლება სუსმა სცადოს და გამოიყენოს მათ შორის ევროპული ქვეყნების მორიგ ჯერზე დისკრეტიდაციისთვის ქართული საზოგადოების თვალში.ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კვლავ და კვლავ რეჟიმის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის პოლიტიკურ შიდა გარჩევებს და არ ვიცით რომეო მიქაუტაძე რა ჩვენებებს იძლევა, ახლა დავითაშვილს რა ჩვენებას სთხოვენ და ა.შ..ბევრ მავნებლობას შეიძლება გეგმავდეს ხელისუფლება ამ ე.წ. გამოძიებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არამც და არამც ეს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების გულწრფელ მცდელობას, რომ რეალურად იზრუნონ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოებაზე იმიტომ, რომ თუკი რამე გააკეთეს გასული 14 წლის განმავლობაში, სწორედ რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულების ზრდა და ბოლომდე ჩამოკიდება იყო, როგორც გაზმომარაგების, ისე ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ "ტვ პირველის" ეთერში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სუსში გამოკითხვაზე 17 თებერვალს იმყოფებოდა. მასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.
1771442793
კურორაც უნდა მოხდეს, არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და კამათში. შეეცადეთ, გაანეიტრალოთ დაძაბული ატმოსფერო და აკონტროლეთ მოვლენები, რათა თავი დაიცვათ ემოციური გადაღლილობისგან.ტყუპებიიყავით ყურადღებით და არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ პოზიციები. იყავით მზად, რათა დროული რეაგირება მოახდინოთ კონკურენტების შეტევაზე და თუ საჭირო გახდება, ბრჭყალებიც გამოაჩინეთ.კირჩხიბიდღევანდელ თქვენს განწყობას არანაირი საქმიანობა არ შეესაბამება, ძალისხმევის შედეგადაც შესაძლოა, ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ, სჯობს, ეს დღე დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.ლომიპროდუქტიული დღეა, იმოქმედეთ გონივრულად და მშვიდად, დროის სწორი დაგეგმვით, მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი საქმეების წინ წამოწევით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაგვარებთ ყველაფერს.ქალწულიყველანაირად ეცდებით და მოახერხებთ კიდეც თავი დაიძვრინოთ სერიოზული საქმეებიდან და დაარწმუნოთ სხვებიც, რომ საქმეების გადადება უფრო სასიკეთოა. ახლა სჯობს, დაისვენოთ, სამომავლოდ უფრო სარგებლიანად იმოქმედებთ.სასწორივითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდება, პირადი ინტერესების წინ წამოწევა. წარმატებას რომ მიაღწიოთ, საჭიროა იმოქმედოთ დიპლომატიურად და დელიკატურად. ახლა ინტრიგების დრო არ არის.მორიელითვალი გაუსწორეთ რეალობას და ნუ იჩქარებთ თქვენი გრანდიოზული გეგმების სწრაფად რეალიზებას. ახალი იდეები სჯობს, ნელ-ნელა, თანდათანობით განახორციელოთ.მშვილდოსანიშესაძლოა, მოულოდნელად წარმოქმნილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა ახალი თავსატეხი გაგიჩინოთ. მაგრამ თქვენი უნარები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველივეს და წარმატებით დაასრულოთ ყველა საქმე.თხის რქადანაკარგების ალბათობაა, შესაძლოა, გაქრეს დოკუმენტები, ან რაიმე ნივთი, თუმცა, ასევე, შესაძლოა, დაკარგოთ ავტორიტეტი, ან რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შანსი. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.მერწყულიმოულოდნელობების ალბათობაა, ელოდეთ სიურპრიზებს ყველგან, იქნება ეს ადამიანებთან შეხვედრა, ურთიერთობები, საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრათ, თუ არასასიამოვნო სიტუაცია, რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებას გამოაცოცხლებს.თევზებიმოთმინება და თავდაჭერილობა დღეს ძალიან საჭიროა თქვენთვის. აკონტროლეთ ყველა ის საკითხი, რომელზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ნუ შეეცდებით სხვებისთვის საკუთარი აზრის მოხვევას.
1771442667
მისივე თქმით, საქართველოში "კადიროვიზაცია" მიმდინარეობს "ქართული ოცნების" მიერ."ახლანდელი ვითარება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს არის ჩეჩნეთში არსებულ ვითარებასთან. როდესაც ფაზებზეა საუბარი, მე მგონია, რომ ესენი არიან ისეთ ფაზაში, როდესაც უკვე თავხედურად აღარ მალავენ, რომ უკვე ყველაფერი მათ ხელში და მათსავე ჯიბეშია. ბევრი რაღაცები, რაც მათთვის წლების წინ შეიძლება პოლიტიკურად დამაზიანებელი ყოფილიყო, ამის გამო შეიძლებოდა, რომ უკან დაეხიათ, ახლა კი პირიქით, გვაჩვენებდნენ თავხედურად, რომ ყველაფრის სათავეში არიან. თუნდაც იმის დემონსტრირება, რომ აღარ მალავენ სახლებში შენახულ ოქროს ზოდებს, ორასი ათასიან მანქანებს და ასე შემდეგ, ამას უკვე თავხედურად აკეთებენ. ყველამ ვიცით, რომ პარლამენტში ათობით მილიონერია და ისიც ყველამ ვიცით, რომ ისინი იქ მხოლოდ იმის გამო არიან, რომ ტენდერებს "მოაჯდნენ", საიდანაც ფულს წაიღებენ, ან რეგიონში მიიღონ საბადოზე ან რამის მოპოვებაზე ლიცენზია და აქედან აკეთონ ფული. ახლა მათ მსგავსი რამეები აღარ ადარდებთ, როგორც ჩეჩნეთშია კადიროვის კლანი, ისეა აქაც და გვეუბნებიან, რომ კი, ამისთვის არიან პარლამენტში, აბა, კანონებს ხომ არ დაწერენ. იმისათვის არიან, რომ ძალაუფლება და ფული იშოვონ. იმის თქმა მინდა, რომ ფულს იპარავენ და ამას აღარ მალავენ.პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აღარ დარჩა დემოკრატიის ნასახი და გვეუბნებიან, რომ არ შეელახებათ მათ რეპუტაცია და თუ შეელახებათ ამის გამო, შეიძლება დემოკრატია დაკარგოს იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. მე ამას ვეძახი კადიროვიზაციას, მაგრამ არის რაღაცები, რაც განგვასხვავებს ყველასგან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
1771436297
მისივე თქმით, ვიზიტები საქმიანია."არ გავქცეულვარ, ზეგ ისევ ვბრუნდები და იქით კვირაში ისევ წასვლა მიწევს და ასე შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება. რა თქმა უნდა საქმიანი, კომერციული შეხვედრები მაქვს. მე მაქვს კერძო ბიზნესი, ვაკეთებ კერძო ბიზნესს და ვარ საქმიანად წამოსული, რომელიც დაგეგმილი იყო, ასევე ყველასთვის ნაცნობი იყო და არაფერი ამაში სასპეკულაციო არ არის. გამოძიებასთან მე ნებისმიერი კითხვა თუ იქნება, გავცემ პასუხს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა "ფორმულასთან".რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან დავითაშვილმა საზღვრის დატოვება სცადა და უსაფრთხოების სამსახურმა არ გაუშვა. ყოფილი მინისტრი 17 თებერვალს სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
1771423861
ადვოკატის ინფორმაციით, მან გლდანის იზოლატორი დღეს დატოვა.პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმას და პირობით მსჯავრზე.გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა
1770562949
"წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას"
1770886501
ილია მიქელაიშვილი - ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და ტელეკომპანია "იმედის" კიდევ უფრო გაძლიერებას
1770396681
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1770838740
18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1771356804