შეხედეთ, "ქართული ოცნება" რა მდგომარეობაშია, ჩამოშლილი და ჩამონგრეულია, წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის კანონები, რაც ხელისუფლებამ მიიღო, მათი შიშის გამოვლინებაა.

"შეხედეთ, "ქართული ოცნება" რა მდგომარეობაშია - ჩამოშლილი და ჩამონგრეულია, წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესები. ის, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს, არის ხუხულის შეწებება, რაღაცას აკეთებს, ცდილობს, რომ ძალა აჩვენოს და ლეგიტიმაცია მოიპოვოს ძალადობით. ამ ყველაფერს ჩვენი ერთი მიწოლა სჭირდება, ისეთი, როგორიც იყო გასულ წელს და ფიზიკურად ვეღარ გაუძლებს ამ ყველაფერს "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ ისედაც ხუხუხლაზე დგანან, რომელიც ჩამოვარდება, ვეღარ გაძლებს. 

ჩვენ ვხედავთ, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, როგორ ეშინიათ მის მარიონეტებს ამ პროცესების და იმის, თუ როდის და როგორ დასრულდებიან, აბა, სხვა არანაირი ახსნა არ აქვს იმას, რატომაც იღებენ ამ შლეგ კანონებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.