11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის ინგა ქარჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა: როგორია ახალი ტენდენციები, გამოწვევები, გავრცელებული „ონლაინ“ საფრთხეები, რა „ფიშინგ“ სქემები მოქმედებს ბოლო პერიოდში. როგორია კიბერჰიგიენა ონლაინვაჭრობის დროს. როგორ ამოვიცნოთ თაღლითები და როგორ დავიცვათ ფინანსები ინტერნეტსივრცეში“.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართება.