10:00 საათზე - პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11:00 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599726565

 

12:00 საათზე - პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების, ირმა ხეცურიანის და ნინო სალუქვაძის შეხვედრა გაიმართება თბილისის სკოლების სპორტული აქტივობებით დაკავებულ მოსწავლეებთან.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, 0 სართული)