10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის" შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ისაუბრებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

11:00 საათზე - კოალიცია "ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

თემა: განათლების ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობა

მისამართი: გორგასლის ქუჩა N24, საქართველოს პროკურატურა

 

11:00 საათზე - "საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის N3, სასტუმრო "ვინდამ გრანდ თბილისი“

 

11:00 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აგარაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მისამართი: აგარის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (ცენტრში სკვერთან)

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

12:00 საათზე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნა - დავით ჭიჭინაძე“ საპარლამენტო სიის პრეზენტაციას გამართავს.

მისამართი: ალექსანდრე წურწუმიას 14, (ramada by wyndham tbilisi old city)

საკონტაქტო ნომერი: 599 49 65 89

 

12:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომში, სახნავ-სათესს სავარგულებზე მისასვლელ, დაზიანებულ ხიდ-ბოგირის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდება და განცხადებას გააკეთებს. 15:00 საათზე კი, სოფელ ტოლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატს წარადგენს.

საკონტაქტო: თათია ახვლედიანი - 598 23 12 38

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

14:00 საათზე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართება, რომელიც ცნობილი მეცნიერისა და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს ეძღვნება.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი.52, V სართული

საკონტაქტო ნომერი: 577521778

 

14:30 საათზე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტის ხელმოწერა შედგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მე-3 სართულზე.

მისამართი: მერაბ კოსტავას #77

 

15:00 საათზე - "დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ (DRC) დისკუსიას თემაზე: "რუსეთის სანქციები ოკუპირებულ აფხაზეთს - დეიზოლაციის გზების ძიებაში“ გამართავს.

თემა: "რუსეთის პასუხი აფხაზებს შეუსრულებელ „ვალდებულებებზე“ და სამშვიდობო პოლიტიკა, როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივიდან“.

მისამართი: აბაშიძის 34, სამუშაო სივრცე „ტერმინალში“

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიტიშვილი - 599 899 627