10:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკ: ლევან სანიკიძე +995 591 914 043

11:00 საათზე - "სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და აქციების დროს დაშავებული ზვიად მაისაშვილი საზოგადოებას მიმართავენ.

მისამართი: რუსთაველის 21

საკონტაქტო ნომერი: 591 05 16 01

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი დაბარებულია თბილისის პროკურატურაში, მის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიტიკოსი საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურს უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს.

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ბრიფინგს გამართავს ცენტრალურ შტაბში.

თემა: "სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური გეზი, რომელიც უკარგავს მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას"

 

20:00 საათზე - "ყოფილი საჯარო მოხელეების მარში“ გაიმართება. მარშის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან (გიორგი ლეონიძის 3-ში) შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლებენ.