11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს" თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება: ბოლო 9 თვის სტატისტიკა მიმართვიანობის შესახებ, რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევა, რა გამოწვევებია ონლაინვაჭრობის კუთხით.

მსოფლიო ბანკის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის საქართველოს დაჯილდოება".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

12:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: დავით აღმაშენებლის N80

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.