10:30 საათზე - სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული რეგიონული ღონისძიება „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 2, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“

საკონტაქტო ნომერი: 571 71 17 12

 

11:00 საათზე - რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია, აქციასთან - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, ბრიტანელი და ესპანელი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საკონტაქტო ნომერი: 555451001

 

12:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.