საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას და განათლების ხელშეწყობას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან პარტნიორობით, ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პლატფორმა Harvad Business Review-ს გამოცემებზე წვდომა 15%-იანი ფასდაკლებით მიიღონ. 

Harvard Business Review (HBR) ცნობილი პლატფორმაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს სტატიებსა და კვლევებს მენეჯმენტის, ლიდერობისა და ბიზნეს სტრატეგიის შესახებ. ის ეხმარება პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს, იყვნენ ინფორმირებული და მიიღონ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები. გამოცემა ფარავს მენეჯმენტის უახლეს ტენდენციებს, პრაქტიკულ რჩევებს, ლიდერობისა თუ ინოვაციების საკითხებს. HBR სანდო რესურსია მენეჯერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ბიზნესის დინამიურ სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის საჭიროა გამოიყენოთ Mastercard ბიზნეს ბარათი.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათი შეუკვეთეთ ბიზნეს მობილბანკით.
ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად  და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.