მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ევროპას ემუქრება დღეს, არის რუსეთის პოლიტიკა უკრაინაში, -  ამის შესახებ პარიზის ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ხელისუფლება პრორუსულია.  

"მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე, რაც ევროპას ემუქრება დღეს, არის რუსეთის პოლიტიკა უკრაინაში. საქართველოში, სამწუხაროდ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ხელისუფლება არის პრორუსული.

რაც შეეხება სანქციებს, არავინ არ უკრძალავს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებას და ნელ-ნელა ეს სანქციები შემოდის ძალაში, თუკი არ იქნება საქართველოს მხრიდან რაიმე წინსვლა.

საფრანგეთი აქამდე ინარჩუნებდა იმ ზეწოლის ფაქტორს, რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, მას შეუძლია მაკრონს დაურეკოს. საქართველოში თუ რამე კრიზისული ვითარება შეიქმნა, აუცილებლად იქნება საფრანგეთის და ევროპელი რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსის უფრო მეტი ჩართულობა.

ზოგიერთი ძალა ცდილობს ნარატივის გატარებას, რომ საქართველო დაკარგულია და ამას ხელს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ. ის, რომ საქართველო ევროპისთვის დაკარგული არ არის, ჩანს ყოველთვის", - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.