შპს მაგთიკომმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

"მაგთიკომის" განცხადებით, ფაქტობრივად კომისიას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებაში წლიურად ხელფასის სახით იღებს 202 734 ლარს, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან მხოლოდ 2022 წელს მას დივიდენდის სახით მიღებული აქვს 14 820 782,23 ლარი.

"გამოსაკვლევია, ხომ არ იყენებს ბატონი ბექაური კომისიის თავმჯდომარის სტატუსს და უფლებამოსილებას საკუთარი პირადი და ოჯახის კეთილდღეობისთვის. თქვენ გაქვს საშუალება, მათ შორის, გადაამოწმოთ ბატონი ბექაურის მეუღლის ქალბატონ ეკა ბერიძის საბანკო ანგარიშებზე "მედია აკადემიიდან" ჩარიცხული თანხები", - აღნიშნულია წერილში.