"ამერიკის ხმის" ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.

როგორც საჩივრის ავტორები აცხადებენ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის საფუძველზეც ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყვიტა, ხოლო "ამერიკის ხმის" თანამშრომლები კი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ამ გადაწყვეტილების გამო, 19 მარტს "რადიო თავისუფლებამ" აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.