ინდოეთში დღეს, 12 ივნისს, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

Indian Express პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 242-ვე ადამიანი, რომელიც აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.

შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, მედიკოსთა ჰოსტელია. მსხვერპლთა შორის არიან ჰოსტელში მყოფი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვია, მათ შორის ორი ჩვილი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის ერთი მოქალაქე.