თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

მანამდე სასამართლოს შენობაში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებს და შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყო.

მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.