ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო (IRNA) იტყობინება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც "გამანადგურებელი პასუხი" წამოიწყო.

"მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა. ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტა გაუშვეს", - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.

აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანული რაკეტების გასანადგურებლად მუშაობენ.

თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა 7 ადამიანი.