ირანის გუშინდელ თავდასხმას ბალისტიკური რაკეტებით ისრაელი უპასუხებს. დარტყმა შეიძლება იყოს მნიშვნელოვან სამიზნეებზე, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

"ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მნიშვნელოვანი სამიზნეები და დავარტყით მათ სიზუსტითა და ძალით", - აღნიშნა ჰალევიმ ვიდეომიმართვაში ცენტრალური ისრაელის საჰაერო ძალების ბაზიდან.

მისივე თქმით, ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაარტყას ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში.

"და ამას მალე გაიგებენ ჩვენი მტრები, რომლებსაც ჯერ არ ესმით ეს", - აღნიშნა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა.

1 ოქტომბერს, საღამოს ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღნიშნეს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო სამიზნეების "დიდი რაოდენობა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ირანმა 200-მდე რაკეტა გამოიყენა.

ამერიკელი სამხედროები დაეხმარნენ ისრაელს მტრის რაკეტების ჩამოგდებაში. ბრიტანეთმა ასევე მიიღო მონაწილეობა თავდასხმისგან დაცვაში.