მოსკოვის სასამართლომ რუს ჟურნალისტს დარია შიპაჩევას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 300 000 რუბლის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა.

ჟურნალისტი სასჯელს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მედიის ცნობით, ბრალდება უკრაინაში თანხის სავარაუდო გადარიცხვას უკავშირდება.

გამოცემის ცნობით, საქმის დეტალები უცნობია, რადგან სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

დარია შიპაჩევა Forbes-ში, Lenta.ru-სა და Reminder-ში ძირითადად სამედიცინო და სამეცნიერო თემებზე მუშაობდა.