თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო.

1 ოქტომბერს თელ-ავივში ორმა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.