სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამმხრივ ფორმატში 2026 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. 

"ოქტომბრისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ბუდანოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საუბარია სამმხრივ ფორმატზე, თუმცა ბუდანოვმა პოტენციური შეხვედრის ადგილი არ დააკონკრეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინას მტკიცე პოზიცია უჭირავს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად.

მისი თქმით, კიევმა ასევე მიიღო ახალი "დადებითი სიგნალი“ საერთაშორისო პარტნიორებისგან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს მაიამიში G20-ის სამიტის დროს, რათა შეთანხმდნენ ომის დასასრულებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.