საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 00:10 საათზე ქალაქი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24კმ-ში, სოფელი სამებადან 4კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 00:10 საათზე ქალაქი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24კმ-ში, სოფელი სამებადან 4კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
1789242843
"ვინ ვისი კადრია, ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი არის ერთი - ესენი მრავალ ნაწილებად იშლებიან და შემდეგ ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ასმენენ. არავის აქვს ერთმანეთის ნდობა. ეს არის ავადმყოფი ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ქვეყნის სათავეში. ჩვენ იმას ველოდებით, ბოლომდე როდის ჩამოიშლებიან. როგორც მწიფე ხილი, ისე ვარდებიან ხიდან. ყოველ წუთს ველოდები, რომ ჩამოიშლებიან. მთავარია, ჩვენ მზად ვიყოთ", - აცხადებს ზურაბიშვილი.
1789242836
კუროკარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი დეტალის შესამჩნევად, რომელიც აქამდე გამოგრჩა. სამსახურში მოულოდნელი იდეა ან შეთავაზება შეიძლება გაჩნდეს.ტყუპებიერთ-ერთი უკეთესი დღეა თქვენთვის. ხელსაყრელია ახალი იდეებისთვის, სწავლისთვის, კომუნიკაციისთვის და მოულოდნელი შესაძლებლობებისთვის.კირჩხიბიენერგია მაღალია, მაგრამ ემოციური რეაქციებიც შეიძლება გამძაფრდეს. კარგი დღეა საქმის დასაწყებად, თუმცა კამათში შესვლას მოერიდეთ.ლომიშეიძლება უფრო თამამად იგრძნოთ თავი და ყურადღებაც მიიქციოთ. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, ურთიერთობებისთვის და საკუთარი იდეების წარმოჩენისთვის.ქალწულიკარგი დროა იმის გასარკვევად, რა გინდათ შემდეგ ეტაპზე. ყურადღება მიაქციეთ რეჟიმს, სამუშაოს, გარეგნობასა და პირად გეგმებს.სასწორიემოციები და ურთიერთობები დღის მთავარი საკითხი იქნება. კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის, თუმცა ყველაფრის ზედმეტად გაანალიზებას მოერიდეთ.მორიელივენერა თქვენს ნიშანშია, ამიტომ ეს კარგი პერიოდია სიყვარულის, ურთიერთობებისა და მიმზიდველობისთვის. შესაძლოა ვინმეს მიმართ გრძნობები უფრო ინტენსიური გახდეს.მშვილდოსანიშეიძლება ახალი იდეა ან საინტერესო კონტაქტი გაჩნდეს. კარგი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის და სამომავლო გეგმების განხილვისთვის.თხის რქაპროფესიულ საკითხებში რაღაც შეიძლება უფრო მკაფიოდ დაინახოთ. კარგი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად და გაჭიანურებული საქმეების დასასრულებლად.მერწყულიშეიძლება ჩვეულებრივი გეგმის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ახალი ინფორმაცია ან საუბარი საინტერესო შესაძლებლობას დაგანახებთ.თევზებიფინანსურ საკითხებში გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციაზე არ ააგოთ. ურთიერთობებში კი შესაძლოა მნიშვნელოვანი საუბარი ან გარკვევა მოხდეს. ინტუიცია ძლიერი იქნება, თუმცა ფაქტების გადამოწმებაც მნიშვნელოვანია.
1789242778
"ოქტომბრისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ბუდანოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საუბარია სამმხრივ ფორმატზე, თუმცა ბუდანოვმა პოტენციური შეხვედრის ადგილი არ დააკონკრეტა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინას მტკიცე პოზიცია უჭირავს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად.მისი თქმით, კიევმა ასევე მიიღო ახალი "დადებითი სიგნალი“ საერთაშორისო პარტნიორებისგან.გარდა ამისა, ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს მაიამიში G20-ის სამიტის დროს, რათა შეთანხმდნენ ომის დასასრულებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.
1789236318
უკრაინის პრეზიდენტი პირველ გამოცდას 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე ელის."დრო ცოტაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ უკრაინის მიერ ამ ამოცანის შესრულების დაჩქარების კომენტირებისას.მან ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტში ახალი ევროპული კომპანიები კვლავ შეუერთდებიან. ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, თუმცა პრეზიდენტმა დეტალები არ გაამხილა.სხვათა შორის, კანადაში ვიზიტის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას წლის ბოლომდე თავის განკარგულებაში ახალი ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემა ექნება."კომპანიებმა გვითხრეს, რომ ამ ახალი ბალისტიკური სისტემისთვის 20-30 წელი სჭირდებათ. მე ვთქვი, რომ ასეთი ხანგრძლივი ომი არ გვინდა. აბსოლუტურად არა. ეს სხვა სამყაროა, ეს მე-20 საუკუნეა. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ტექნოლოგიები, ახალი უკრაინა და ამის გაკეთება უფრო სწრაფად შეგვიძლია. და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველი სისტემა წლის ბოლომდე გვექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ენდობა ამერიკულ მხარეს, განსაკუთრებით ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვაში აშშ-ის მხარდაჭერის გამო.
1789227261
"ბატონ კახა კალაძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსმიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი დედის, ქალბატონი მედეას გარდაცვალების გამო.შვილის დაკარგვით გამოწვეული დიდი ტკივილის მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სულის სიმტკიცეს, უფლის რწმენასა და სასოებას, დღეს კი თავად შეუერთდა მარადიულობას.აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან მართალთა თანა განუსვენოს მას, ხოლო თქვენ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ ნუგეში და სიმხნევე, ლოცვისა და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულების ძალა ქალბატონი მედეას უკვდავი სულის საოხად", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
1789227045
ინფორმაციას ორივე უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ.მათივე ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელების წარდგენა ორშაბათს გაიმართება.ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იკავებდა, მიხეილ მაღლაკელიძე კი შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს დაინიშნა.
1789224964
ბარამიძის თქმით, მის წინააღმდეგ ჭორაობის დონეზე აღძრულია ბინძური საქმე და პროკურატურა რუსი ოლიგარქის დავალებებს ასრულებს."პირველ რიგში, აუცილებელია, აღვნიშნო, ეს პროცესი განპირობებულია იმით, რომ საქართველო ხელში აქვს ჩაგდებული იმ რუს ოლიგარქს, რომელიც მე როცა აფხაზეთში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ – როგორ ვიბრძოდი, თუ არ ვიბრძოდი, მაგას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ეს უამრავმა ადამიანმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ აქ ზოგიერთი ადამიანი, რომელთანაც შეხება არ მქონია, მსჯელობს, მე ამდენჯერ ვიყავი, თუ იმდენჯერ ვიყავი, რატომ უნდა სცოდნოდათ მათ ეს, გაუგებარია – მე როცა აფხაზეთში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ, ის რუსებთან ერთად მილიონებს აკეთებდა. ამ ადამიანის შურისძიება არის როგორც საქართველოს, ისე ჩემ მიმართ, რადგან მას ასეთი ადამიანები ეზიზღება, რადგან ხელი ეშლება იმ დავალების შესრულებაში, რა დავალებაც აქვს მიღებული პუტინისგან, რომ ეს ქვეყანა დაუმორჩილოს რუსეთს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები გადააბაროს და მთელი საქართველოც გადააბაროს რუსეთს. ეს არის კონტექსტი ყველაფერ იმისა, რაც დღეს ხდება. ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ და ფარცხალაძე-ივანოვის სახელობის პროკურატურას არ უჩნდება არანაირი სურვილი რეაგირებისა, რომ როგორ, ეს საქართველოს არ აზარალებს? არ აზიანებს მის რეპუტაციას, მის საერთაშორისო პრესტიჟს? არც ერთხელ აზრადაც არ გაჩენილა ამდაგვარი რამ, ერთხელაც არ წამოსცდენია სიტყვა პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ფარცხალაძე-ივანოვის პროკურატურა. ამ პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ პროკურატურაში ასრულებენ სწორედ რუსი ოლიგარქის დავალებებს.სიტყვა - ხვრეტდნენ იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა ეს, უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი. გავიზიარე ეს კრიტიკა, მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ. დასაწყისში ვთქვი, რომ ტყვეები არ გვყავდა. თუ ტყვე არ გვყავდა, ვერც ვერავის ვერ მიაყენებ კედელთან. შესაბამისად, ვერც ვერავის ვერ დახვრეტ ამ გაგებით. ბრძოლაში იბრძოდნენ ჩვენები.მეუხერხულება, რომ მიწევს იმაზე ლაპარაკი, არ ვარ სამშობლოს მოღალატე. თუ ვინმემ ასე გაიგო, ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ვინც წამოეგო ამ რუსულ პროპაგანდას, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ და ემოციები გამოიწვია ამან მასში. თურმე მე დავადანაშაულე ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი.პროკურატურაში რატომ არ გაგჩენიათ არცერთს სურვილი, როდესაც ეს რეჟიმი სამშობლოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, რამე გეთქვათ, როდესაც ეს რეჟიმი სამშობლოს ადანაშაულებს მძინარე ცხინვალის დაბომბვაში, რამე გეთქვათ, როდესაც ეს რეჟიმი და მისი მთავარი ოლიგარქი და დიქტატორი ლაპარაკობს, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რამე გეთქვათ და საერთაშორისო ავტორიტეტზე და პრესტიჟზე მაშინ გაგხსენებოდათ რამე. მაგრამ არა, თქვენ გახსენდებათ მაშინ, როცა გკარნახობენ, რომ ნაბიჯები გადადგათ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებოდნენ ქვეყანას, ემსახურებიან ქვეყანას, მზად იყვნენ და მზად არიან, სამშობლოსთვის თავი გაწირონ. მე ვამაყობ, რომ ამ ადამიანების რიგებში ვარ. ვამაყობ, რომ ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ჩვენი მტრის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო, როდესაც კიევს ჰქონდა საფრთხე და მომდგარი იყო მტერი კიევთან.ვიზიარებ, რაც თქვეს ჩემმა ადვოკატებმა აღკვეთთან დაკავშირებით. მე ისედაც გაქცევას არსად არ ვაპირებდი. აქამდე რომ არ ვიყავი დაჭერილი, ცოტა მეუხერხულებოდა კიდეც. აქამდე რომ არ ვიყავი იმ ადამიანების გვერდით, ცოტა მეუხერხულებოდა და მიკვირდა კიდეც. გამოძებნეს ახლა რაღაცა ბოდვა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, პრინციპულად. მთელი ეს ერთი თვეა, გრძელდება კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ეს რუსული პროპაგანდა. არ შემეძლო, გადავსულიყავი თურქეთში ან სხვაგან და გავცლოდი აქაურობას? ვთქვი კიდეც, რომ პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. არც არანაირი ობიექტური საშუალება არ მაქვს, რომ ვინმეზე ზეგავლენა მოვახდინო, რა ზეგავლენა უნდა მოვახდინო, როგორ უნდა მოვახდინო ზეგავლენა, უკვე მომხდარ ჩემს ინტერვიუზეა საუბარი ხომ? ფაქტს ხომ ვერავინ შეცვლის? არსად არ გავრბივარ. ჩემი საპატიმროში ყოფნა აბსოლუტურად არავისთვის არ არის საჭირო, გარდა კრემლისა, გარდა პუტინისა და გარდა პუტინის მსახური რუსი ოლიგარქისა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1789224271
"მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს თავიდანვე ვუთხარით, რომ ის დავალების შემსრულებელია, რაზეც სხდომის დასაწყისში ჰქონდა პროტესტი, თუმცა სხდომის შემდეგ, როდესაც ვუთხარით, რომ დავალება პირნათლად შეასრულა, ის პირნათლად დაგვეთანხმა. ცხადია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული დავალება სრულდება უსიტყვოდ. ჩვენ სხვა მოლოდინი არც გვქონია. არ შეიძლება არსებობდეს რაციონალური დასაბუთება იმის, რომ გია ბარამიძემ დანაშაული ჩაიდინა.მოსამართლეს არაფერი არ აუხსნია, მან თქვა, მიმალავის საფრთხე არ არისო, მაგრამ სხვა ორ საფრთხეს ვხედავო, მაგრამ ამ სხვა ორ საფრთხეს რაზე დაყრდნობით ხედავს, არ დაუსაბუთებია.პროკურატურას ჰქონდა მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივები, არგუმენტები და მტკიცებულებები არ ჰქონია.არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მაგალითად ბრალში წერია, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს შეექმნა საფრთხე. ეს პროკურორმა უნდა შეაფასოს? მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხეს რამე? ამბობენ, რომ ჯარში პატრიოტული სულისკვეთება შესუსტდა გია ბარამიძის განცხადების გამოო, ასეთი აბსურდს და სისულელეს ამბობენ.საქმეში დევს იმ ადამიანების ჩვენებები, რომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გია ბარამიძის მიმართ აქვთ ნეგატიური განწყობები.პროპაგანდისტულად აიტაცეს ეს თემა და მოღალატე ხელისუფლებას უნდა უკან შემოგვიტრიალოს. გია აქტიურობს და გიას პოლიტიკური ფიგურა ყელში ეჩხირებოდათ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურამ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა
1788801473
საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
1788081309
"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, დასაიგნორირებელი ვერ იქნება"
1788281645
"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ
1788789311
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1788723432