ესენი მრავალ ნაწილებად იშლებიან და შემდეგ ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ასმენენ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"ვინ ვისი კადრია, ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი არის ერთი - ესენი მრავალ ნაწილებად იშლებიან და შემდეგ ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ასმენენ. არავის აქვს ერთმანეთის ნდობა. ეს არის ავადმყოფი ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ქვეყნის სათავეში. ჩვენ იმას ველოდებით, ბოლომდე როდის ჩამოიშლებიან. როგორც მწიფე ხილი, ისე ვარდებიან ხიდან. ყოველ წუთს ველოდები, რომ ჩამოიშლებიან. მთავარია, ჩვენ მზად ვიყოთ", - აცხადებს ზურაბიშვილი.