ახლა სიტყვა არის სომხეთის მხარეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვნახოთ - დაიკავებენ  ცივილიზებული სამყაროს მხარეს, თუ ტერორისტების მხარეს, - ამის შესახებ ტაქტიკურ დანაყოფ "სარანგის" დამფუძნებელმა მიხეილ ბატურინმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეს უნდა იცავდეს საქართველოს კონსტიტუცია.

"ეს საქართველოსთვის პირველი შემთხვევაა. კავკასიურ კავშირს, კერძოდ, "კავკასიურ ლეგიონს" ჰქონდა ასეთი შემთხვევა, იქ ინტერპოლის მეშვეობით პოლონეთში იყო გადაცემული და პოლონეთის ინტერპოლმა დააკავა. მაშინ "კავკასიური ლეგიონის" მეთაურმა მჭიდროდ ითანამშრომლა და ძალიან სწრაფად მოგვარდა ეს პრობლემა. ახლა ჩვენ ყველა პარტნიორს შევატყობინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრეთვე ევროპოლის ოფისს, ვიცი, რომ ძალიან ბევრია შეწუხებული ამ საკითხით იმიტომ, რომ კატასტროფა იქნება, თუ გადასცემენ. იმედია, რომ სომხეთი ისე გადაწყვეტს, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული და ტერორისტულ სახელმწიფოს ქართველ მებრძოლს არ გადასცემს.

ჩვენ ე.წ. მთავრობასთან, სინამდვილეში, რუსეთის ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა წერილებით, აგრეთვე, ვიცით, რომ მიმართვას კიდევ აპირებენ. ჩვენ მიერ წერილები გაიგზავნა და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეს უნდა იცავდეს საქართველოს კონსტიტუცია.

ახლა სიტყვა არის სომხეთის მხარეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვნახოთ - დაიკავებენ  ცივილიზებული სამყაროს მხარეს, თუ ტერორისტების მხარეს. 

მე პირადად ამ პიროვნებას არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე, საკმაოდ ყოველთვის მხოლოდ კარგი და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე დაბრუნდება საქართველოში. 

ჩვენი ქვეყანა არ არის ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენი ქვეყანაა საქართველო და ის პატრიოტი ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ ამ რეჟიმს. ჩვენი ქვეყანაა ყველა ის პატრიოტი, რომელიც რუსული კლანჭებისგან იცავს საქართველოს და ქუჩაში დგას", - განაცხადა მიხეილ ბატურინმა.

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი სომხეთის შსს-მ 3 სექტემბერს დააკავა. ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება და რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.