ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის იმპერიალისტური გეგმები უკრაინაში არ დასრულდება, არამედ ამით მხოლოდ იწყება.

მერცმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, გადახედონ თავიანთ ინტერესებს და აქტიურად ეძიონ ახალი პარტნიორობა მთელ მსოფლიოში, რადგან შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იცვლება.

"ჩვენ, ევროპაში, უნდა შევცვალოთ ჩვენი ინტერესები - ცრუ ნოსტალგიის გარეშე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.