უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას აპროტესტებს.

"პირველი აპრილიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი – სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია ბავშვების მოტაციებისთვის.

მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით პირველი აპრილიდან გადაიბარებს.