ოდესის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ინფორმაციით,  დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია.

"მტერი ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა ოდესის რეგიონს, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად განადგურდა ორსართულიანი შენობა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

"ნანგრევების ქვეშ ხალხი იყო ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, სამწუხაროდ, შენობის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანი დაიღუპა.დაღუპულთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა კიპერმა.

გარდა ამისა, დაშავდა 10 ადამიანი, ცხრა დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ათ ადამიანს ადგილზე გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება“, - აღნიშნა მან.