რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება და სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეჩერდება.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსკოვსა და კიევში დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლების ვიზიტია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 სექტემბრის შუაღამის შემდეგ 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 5 და 6 სექტემბერს, მოსკოვში სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს უკრაინა "რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას“ უზრუნველყოფს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოსკოვს, ამერიკელი მაღალჩინოსნების კიევში ვიზიტის დროს იერიშები შეაჩერონ.

უიტკოფი და კუშნერი დღეს მოსკოვში ჩავიდნენ, ხვალ, 6 სექტემბერს კი კიევში ჩავლენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი წარმომადგენლები რუსეთსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ წინადადებებით ჩადიან.