გუშინ ღამით რუსეთმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"გუშინ ღამით ჩვენს აეროპორტებზე - კიევსა და ბორისპოლის აეროპორტებზე რუსეთის მხრიდან დემონსტრაციული დარტყმები განხორციელდა. ისინი დიდი ხნის შემდეგ პირველად იყვნენ სამიზნეები. ცხადია, რომ აეროპორტებზე ეს რუსული დარტყმები არის რეაქცია ამერიკული მხარის მიერ უკრაინაში ჩასასვლელად და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვებისთვის თვითმფრინავის გამოყენების შესაძლებლობის განხილვასა და მომზადებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ "შაჰედები“ გამოიყენა.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ეს რუსული ნაბიჯი და შემდეგ კვირას შესაბამისად დავარეგულირებთ ჩვენს ოპერაციას რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით, რომელიც სახიფათო გახდა ცაში დრონების და რაკეტების არსებობის გამო. 

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არანაირი დიპლომატიის მიმართ საფრთხე არ არსებობს და არც იქნება. უკრაინა დაინტერესებულია მშვიდობის დამყარებით. რუსეთი პასუხს აგებს იმაზე, რასაც აკეთებს. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას და უკრაინელებს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.