რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ" საკმარისად ცნო საქართველოს მოქალაქე თორნიკე ოქროპილაშვილისთვის გამოსატანად და "დამნაშავედ ცნო" რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

"გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ოქროპილაშვილი, როგორც დაქირავებული, ნებაყოფლობით შეუერთდა გასამხედროებულ ფორმირებას უკრაინის მხარეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. იქ მან გაიარა საჭირო სამხედრო და სტრატეგიული მომზადება, იგი უზრუნველყვეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფორმებით და სპეციალური ტექნიკით.

ოქროპილაშვილი ასრულდება მეთაურების ბრძანებებს ფულადი კომპენსაციისთვის და უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უშიშროების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

სასამართლოს განაჩენით ოქროპილაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 6 თვით. ის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.