უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოპერაციას "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს და არ გამორიცხავს კურსკის ოლქის როლს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

"ხვალ ზუსტად ექვსი თვე სრულდება კურსკის მიმართულებით ოპერაციიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციაა. თქვენ ნახავთ, როდესაც ჩვენ მივაღწევთ დიპლომატიურ შეთანხმებას ომის დასასრულებლად, რა პირობები ექნებათ რუსებს უკრაინისთვის კურსკის მიმართულებით", - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

"მე არ მიყვარს "ისტორიული" მსგავსი სიტყვების გამოყენება. უკრაინის მთელი ცხოვრება და ბრძოლა, რა თქმა უნდა, ისტორიული გზაა და ამიტომ ამ სიტყვას ამ ოპერაციასთან დაკავშირებით არ გამოვიყენებ, მაგრამ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მე მადლობელი ვარ ყველა ჯარისკაცის, რომლებიც იცავენ ჩვენს ტერიტორიას კურსკის ოპერაციის წყალობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კურსკის მიმართულებით რუსებს დიდი დანაკარგები აქვთ.

"რუსებს იქ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათი კორეელები გარბიან, ჩვენ ამას ვხედავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.