უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 497 980 (+1 540) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.09.26-მდე: ტანკები – 12 332 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 284 (+6), საარტილერიო სისტემები – 49 311 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 103 (+7).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 609 (+4), თვითმფრინავები – 441 (+0), ვერტმფრენები – 355 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 516 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 502 717 (+1 473), ფრთოსანი რაკეტები – 5 070 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 145 026 (+591), სპეციალური ტექნიკა – 4 647 (+3).