უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 278 570 (+440) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.10.2023-მდე: ტანკები - 4702 (+11), ჯავშანტექნიკა - 8991 (+7), საარტილერიო სისტემები - 6477 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 798 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 537 (+0), თვითმფრინავები - 316 (+1), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 5043 (+37), ფრთოსანი რაკეტები - 1529 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8883 (+29), სპეციალური ტექნიკა - 933 (+1).