უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 038 650 (+1190) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.07.25-მდე: ტანკები – 11029 (+4), ჯავშანტექნიკა – 22996 (+1), საარტილერიო სისტემები – 30 438 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1440 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1197 (+1), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 46 414 (+250), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55 383 (+154), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 16 ივლისის საღამოს მდგომარეობით ფრონტზე 112 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, მათ შორის ბრძოლების მესამედი პოკროვსკის მიმართულებით.