უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 993 910 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.06.25-მდე: ტანკები – 10 889 (+2), ჯავშანტექნიკა – 22685 (+5), საარტილერიო სისტემები – 28794 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1406 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1180 (+3), თვითმფრინავები – 413 (+0), ვერტმფრენები – 336 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 39193 (+174), ფრთოსანი რაკეტები – 3 271 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 50913 (+101), სპეციალური ტექნიკა – 3 907 (+0).