უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა.

როგორც ზელენსკი აცხადებს, დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო.

"მე უკვე ჩამოვედი ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ ტრამპს ვხვდები. ასევე ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან. მადლიერი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის მოწვევისთვის. ჩვენ ყველა ვიზიარებთ ძლიერ სურვილს, რომ ეს ომი სწრაფად და საიმედოდ დავასრულოთ. მშვიდობა უნდა იყოს გრძელვადიანი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა აიძულეს, დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, დონბასის ნაწილი – და ეს პუტინმა უბრალოდ პლაცდარმად გამოიყენა ახალი თავდასხმისთვის. ან როცა უკრაინას მისცეს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები 1994 წელს, მაგრამ მათ არ იმუშავეს. რა თქმა უნდა, ყირიმი არ უნდა დაეთმოთ მაშინ, ისევე როგორც უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა თუ ხარკოვი 2022 წლის შემდეგ. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის.

ახლა, ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ წარმატებები დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, და რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ამერიკაში ყველას მიმართ, ყველა პარტნიორისა და მოკავშირის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო. იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, აიძულებს რუსეთს რეალური მშვიდობა მიიღოს“, – წერს ზელენსკი.