უკრაინელებმა შეატყობინეს ამერიკის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ. მე ვფიქრობ, ახლა ამერიკელებსაც შეეცვლებათ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო სამაგალითო რამ, ასეთი აქამდე არ უნახავს.

"ეს იყო სამაგალითო რამ, ასეთი აქამდე არ გვინახავს ამ ომის მიმდინარეობისას და არც ადრე, მე ვფიქრობ, ეს ოპერაცია გახდება სერიოზული დაკვირვების საგანი და მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გენერალურ შტაბებში გაარჩევენ და მის გაკვეთილებს გააანალიზებენ.

ერთი დარტყმით 1/3 სტრატეგიული ავიაციის მწყობრიდან გამოყვანა წარმოუდგენელი რამ არის. ახლა ძალიან კარგად ჩანს, რომ ზელენსკის და მის გუნდს გააჩნიათ სერიოზული კარტები ხელში. ამ ოპერაციას პიკანტური კომპონენტი გააჩნია, რომ უკრაინელებმა შეატყობინეს ამერიკის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ. მე ვფიქრობ, ახლა ამერიკელებსაც შეეცვლებათ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

უკრაინამ რუსეთის მთავარ სამხედრო აეროდრომებს დაარტყა.  განადგურებულია 40-ზე მეტი თვითმფრინავი.