10:00 საათზე - "პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

 

14:00 საათზე - სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ. სხდომის დაწყებამდე (13:30 საათზე) მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა

საკონტაქტო ნომერი: 593 520 474