უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოკროვსკის ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ეს მოხდა დონეცკის რეგიონში მისი მოგზაურობის ფარგლებში, - ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

"ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდა "დრონის ხაზის" მეთაურებს, რომლებიც აერთიანებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საუკეთესო უპილოტო დანაყოფებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეზიდენტი ასევე კურსკში, ასევე დონეცკსა და სხვა მიმართულებებზე ოპერაციის დროს პროექტის მუშაობის პირველ შედეგებს გაეცნო.

ზელენსკიმ ჯარისკაცები ბოგდან ხმელნიცკის მე-2 და მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.