ორშაბათს მე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ ყველა დეტალი მკვლელობის და ომის დასრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს მშვიდობისთვის.

"ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ ერთი ერთში და შემდეგ ასევე ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.

უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს მშვიდობისთვის.

პრეზიდენტმა ტრამპმა მომაწოდა ინფორმაცია რუსეთის ლიდერთან შეხვედრისა და მათი განხილვის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერე გავლენას ახდენს სიტუაციაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა შეიძლება ლიდერების დონეზე, სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია.

ორშაბათს მე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილო ყველა დეტალი მკვლელობის და ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ მოწვევისთვის.

ამერიკასთან უსაფრთხოების საიმედო გარანტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულები. განვიხილეთ ამერიკული მხარის პოზიტიური სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.