უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი პროდუქტიული ფორმატისთვის, მაგრამ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არარეალური პირობების წამოყენება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ახლა ცდილობს დროის მოგებას ომისა და ოკუპაციის გასაგრძელებლად, კიევი, თავის მხრივ, დასავლეთთან მუშაობს, რათა რუსები სხვაგვარად მოიქცნენ.

"ეჭვი არ გვეპარება, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე უნდა იყოს მკაფიო და რეალისტური წინადადებები. უკრაინა მზადაა ნებისმიერი პროდუქტიული მოლაპარაკებების ფორმატისთვის. და თუ რუსეთი გააგრძელებს არარეალური პირობების წამოყენებას და შესაძლო შედეგების ძირის გამოთხრას, მკაცრი შედეგები უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

19 მაისს დონალდ ტრამპი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ -  პუტინთან საუბრამდე და შემდეგ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად და შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მისაღწევად.