უკრაინა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით გადაწყვეტილებებს ელის. მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მას საჰაერო თავდაცვის სექტორში კონკრეტულ შეთანხმებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის შედეგები მიაწოდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა, თავის მოკავშირეებთან ერთად, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონეზე დამატებით გადაწყვეტილებებს ავითარებს.

"არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობით. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა სრულად უზრუნველყონ შესაბამისი ქვეყნების სამხედროებს შორის საჭირო კომუნიკაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მიზნად რჩება.

"უკრაინისთვის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მთავარი პრიორიტეტია. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.