შვიდასი ათას ლარზე მეტი ჯარიმა აქვს გამოწერილი პაატა ბურჭულაძეს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა აბსურდია. ცალსახაა, რა არაადამიანური დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" პროტესტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაკავებული პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ "ქართულ ოცნებას" არაადამიანური დამოკიდებულება აქვს პროტესტის მიმართ.

"პაატას ჯარიმები არის 51, რომელიც შეადგინეს ორი ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში - ეს არის შედგენის თარიღები, უბრალოდ, ესენი ჩაბარებული არ გვქონდა იმის გამო, რომ პაატა ბურჭულაძე დაკავებული იყო და მინდობილობა ამ დრომდე ვერ გაკეთდა.

ეს არის შედგენილი ივლისსა და აგვისტოს პერიოდში გზის გადაკეტვაზე, უბრალოდ, თარიღები უკანა პერიოდზე შეადგინეს, მაგრამ აქ არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ შვიდასი ათას ლარზე მეტი ჯარიმა აქვს გამოწერილი პაატა ბურჭულაძეს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა აბსურდია. ცალსახაა, რა არაადამიანური დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" პროტესტთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.