სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1,5 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ ამ გარიგებაში, არის ის, რომ “ლიბერთი ბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა.

"სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1,5 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს. საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. სხვა რამის გამო კი არ გააყიდვინეს “ტიკტოკი” ამერიკაში ჩინელებს.

თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ, ამ გარიგებაში არის ის, რომ “ლიბერთი ბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა.