გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაწვდიდით, როგორც სუსს, ისე ანტიკორუფციულ სამსახურს. 35-გვერდიანი დოკუმენტი გავუგზავნეთ მათ და რეაგირება არ იყო, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არც ღარიბაშვილს, არც ლილუაშვილს და არც სხვებს არ გაუკეთებია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს რიგითი "ოცნების" მაღალჩინოსანი.

"გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაწვდიდით, როგორც სუსს, ისე ანტიკორუფციულ სამსახურს. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაშიც კი მიგვიწერია ანტიკორუფციული სამსახურისთვის ამ ფაქტებთან დაკავშირებით, დაახლოებით 35-გვერდიანი დოკუმენტი გავუგზავნეთ მათ, სადაც ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და მათგან რეაგირება არ იყო. ვის ხელშიც არის საგამოძიებო უწყებები, ისინი ცდილობენ, დაჩაგრონ და პასუხისმგებლობა დააყენონ იმ ადამიანების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კობახიძის კლანს.

სინამდვილეში, არც ღარიბაშვილს, არც ლილუაშვილს და არც სხვებს არ გაუკეთებია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს რიგითი "ოცნების" მაღალჩინოსანი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ " ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კორუფციაზე. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.