ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილს ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მას კი ხალხი უყვარს.

"ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.

სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში.

მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.

ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.

მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო - მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით.
მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“, - წერს  მიხეილ სააკაშვილი.