“ლევან ხაბეიშვილს სდებენ ბრალს მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიციელებს კანონის დაცვასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შეწყვეტას მოუწოდებდა. 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს და მოპარული მილიარდები ქართველ ხალხს დაუბრუნოს“ - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

“შიში, ერთადერთი ეს არის 4 ოქტომბრის შიში, რადგან ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხის განწყობა, რომ 4-ში ყველა მზად არის არა მარტო გამოვიდნენ რუსთაველზე, არამედ გამარჯვებისთვის და გამოვიდნენ იმისთვის, რომ მშვიდობიანად და მშვიდობიანი რევოლუციური დამხობის გზით ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა გაისტუმრონ ამ ქვეყნიდან.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ამას სასამართლო სხდომას ვერ დავარქმევ, როგორც ჩანს, ისინი რუდუნებით არჩევდნენ ამ ზონდერმოსამართლეს, რადგან რასაც ვუსმენდით არანაირი საერთო სამართალთან, სამართლებრივ საფუძველთან ამ ყველაფერს არ ჰქონია. ლევან ხაბეიშვილს ედავებიან რას, რომ შენ სთავაზობდი 200 ათას დოლარს პოლიციელებს და სპეცრაზმელებს, ის ლევან ხაბეიშვილი სხვათა შორის, რომელიც ერთი წლის წინ კინაღამ მოკლეს სპეცრაზმელებმა და ფაქტობრივად ღმერთმა გადაარჩინა. ადამიანი მოუწოდებდა და მოუწოდებს, ყველა ვიზიარებთ ამას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელი არ ასწიოთ, თვალები არ დათხაროთ, არ დაასახიჩროთ, ადამიანი რომ ძირს დავარდება სახეში წიხლები არ ურტყათ, რაც ხდებოდა წინა წლებში, წინა აქციებზე, უსამართლოდ არ დააკავოთ სტუდენტები, ახალგაზრდები, გოგოები, ბებია-ბაბუის თაობა და ეს თურმე, მოუწოდო სამართალდამცავ ორგანოს, რომ კანონი არ დაარღვიო, ამათთვის დანაშაულია, გასაგებია ყველაფერი, რუსი ოლიგარქისთვის პოლიციელის კანონიერი მოქმედება არის დანაშაული და მეორე, მშვიდობიან დამხობას ედავებიან ლევანს, თითქოს ძალადობას აორგანიზებდა, არა ბატონებო, ლევან ხაბეიშვილი თავის ყველა გამოსვლაში, პაატა ბურჭულაძე და “რუსთაველის გამზირი”, ყველა იძახდა და იძახის, რომ 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება იცით? ირაკლი კობახიძეს იმ გაბურძგნილი თმიდან, ერთი თმის ღერი რომ არ უნდა ჩამოუვარდეს და კახი კალაძე, ქალი და კაცი რომ ვერ გაურჩევია და მომიტინგეებს ამის გამო, მილანში შეჭრილი “პრიჩოსკა” არ უნდა აერიოს და 5 ოქტომბრიდან ყველა მოპარული მილიონი უნდა დააბრუნოს და ივანიშვილი, როგორც ნეპალში, ვერტმფრენით არ უნდა გაიქცეს, უნდა იყოს აქ სასამართლოს წინაშე და ყველა მოპარული მილიარდი ქართველი გაღარიბებული, გაღატაკებული მოქალაქეებისთვის, უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს ყველა ვიმარჯვებთ მშვიდობიანი რევოლუციით და მშვიდობიანი დამხობის გზით”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.