“უნდა გავიმარჯვოთ 4 ოქტომბერს, არანაირი თარიღის გადაწევა და ვინც გეუბნებათ, რომ 4-ში არა, 9-ში, ის არის კარიერისტი, მას არ შეუძლია ბრძოლა, ის არის აბსოლუტურად არარაობა, გაეცალოს ასეთი ხალხი პოლიტიკას! ვისაც შეუძლია, ისინი გადაგიდგებიან”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“ე.ი. დღეს ჟანდარმერიის თანამშრომელმა, რომელმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, შემდეგ წარმიდგინეს ბრალი უნდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება, მე წეღანაც ვთქვი რამდენიმე წუთის წინ და გავიმეორებ - არ არსებობს არანაირი მოქმედება, არანაირი ფაქტი, არანაირი მოცემულობა, არაფერი არსებობს გარდა ჩემი პოლიტიკური განცხადებისა. მე სასამართლოს წინაშე, მოსამართლეც გვისმენს, მინდა გავიმეორო ჩემი პოლიტიკური დაპირება, მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მე საზოგადოებას გავაცანი პოლიტიკური პარტიის, ჩემი პარტიის, ჩემი პოზიცია, დაპირება, რომელიც უკავშირდება, დიახ 200000 დოლარს ჯილდოს, ვინც არ აწამებს ადამიანს.

მე მინდა ვუთხრა სასამართლოს, მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მე ამის ადამიანური, მორალური, პოლიტიკური უფლება მაქვს, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად უკანონოდ სახის ძვლები დამიმტვრიეს, ლამის თავის ქალა ამხადეს, მომაყენეს უმძიმესი ტრავმა და დღემდე - 14 თვეა, თუ გესმით რას ვამბობ, ბატონო პროკურორო, სანამ წარმიდგენდით ბრალს - ერთი ადამიანი დაგიკავებიათ ამის გამო? ჩემს გარდა ასობით ადამიანს სკალპები ახადეს. ერთი ადამიანი არის დაჭერილი? უამრავი, ასოთი ნაცემი ახალგაზრდაა. ნუთუ არ აქვს  პოლიტიკოსს უფლება დაჰპირდეს სამართალდამცველებს რომ თუ ისინი თავს არ გაუხეთქავენ საქართველოს მოქალაქეებს, ისინი დაჯილდოვდებიან, ოღონდ ქრთამის სახით კი არა, როცა შეიცვლება ხელისუფლება და მე მაქვს ქართველი ხალხის იმედი, რომ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელზეც ჩვენ განვახორციელებთ ზეწოლას და თუ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მე მოვემსახურები მათ, დიახ, 200 ათას დოლარს მიიღებს ჯილდოს. ვინც უკანონობას არ ჩაიდენს, ამ სიტყვათა წყობით, რომ არ დაარღვიო კონსტიტუცია, არ დაარღვიო კანონი, ეს არის დანაშაული? სასამართლოს მივმართავ, სადმე ნახეთ, რომ ვინმეს ყურში ვეჩურჩულებოდი, ვინმეს ზურგს უკან ვეუბნებოდი? ათასობით ადამიანმა ჩემი სოციალური ქსელიდან გააზიარა ეს მოთხოვნა, ეს განცხადება გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა, აქტივისტებმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და ბევრმა ადამიანმა. თუ ორი თვის წინ მე ვარღვევდი კანონს, თუ მართლა ქრთამი შევთავაზე, რას მადროვეთ მაშინ?

თქვენთვის ვსაუბრობ, სიტყვის თქმის უფლება მაინც მომეცით. ამ 200 ათას დოლარზე მე ვსაუბრობ ყველა ეთერში, ქალბატონი თეა ადეიშვილთან ინტერვიუში, რომელმაც კითხვა დამისვა, “პოსლეზე” იქნება? მე ვუთხარი, რომ ბიუჯეტიდან იქნება და დიახ, ბიუჯეტიდან იქნება ეს ჯილდო არის აბსოლუტურად ნორმალური. არცერთ ჩემს მოწოდებაში არ ყოფილა უკანონობა, ყველა ჩემი მოწოდება იყო კონსტიტუციის ფარგლებში, არ არსებობს ერთი რამეც კი ისეთი, სადაც კანონი დავარღვიე, არსად მითქვამს, რომ რამე კანონის, კონსტიტუციის დარღვევით უნდა მოხდეს, ეს არის ტყუილი. მე გეტყვით რატომ არ მოგწონთ ეს სიტყვათა წყობა ქალბატონო მოსამართლე, ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის კორუფციას 13 წელია. მათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ აი ნახეთ ხაბეიშვილმა ქრთამი შესთავაზა, პროპაგანდას ამუშავებენ, მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების. ეს სიტყვა, ეს ბრალი მხოლოდ მაგიტომ დაწერეს, რომ იქ ეწეროს სიტყვა - ქრთამი - ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩემთვის, არასდროს არავის ისეთი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, როგორიც არის ქრთამი, ეს დამიწერეს ბრალში.

ქალბატონი მოსამართლე, ბატონო პროკურორო, თქვენ წარმოგიდგენიათ, 13 წელია, რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი და ბოლოს ბრალში საჯარო გამოსვლას დებენ. სად არის ხალხს რომ პროპაგანდას აჭმევდნენ, რომ ხაბეიშვილს მილიარდერი კეზერაშვილი აფინანსებს, რომ სახლი უყიდა, სად არის ეს სახლი?

ქალბატონო მოსამართლე ისედაც ციხეში მიშვებთ და დამაცადეთ საუბარი, მალაპარაკეთ სიმართლე, საზოგადოებას მინდა ველაპარაკო. მინდა ერთი რამე გითხრათ ხალხო, როგორ შეიძლება კონსტიტუციის, კანონის დაცვა იყოს უკანონო? როგორ შეიძლება შეთავაზება იმის, რომ ადამიანებს არ დაალეწოთ სახის ძვლები, ეს ყველაფერი იყოს უკანონო. მე ვამბობ, რომ ბიუჯეტი გადაიხდის ამას, თუ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მოხდა მშვიდობიანი დამხობა, დაინიშნა არჩევნები, მოვიგე, მერე ბიუჯეტთან მივედი, შესაბამისი კანონი მივაღებინე და გადავუხადე, აი თურმე რამხელა ქრთამი გაუცია ხაბეიშვილს.

მე, პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, აქტივისტი, მე ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და როცა იქნება ის დრო, როცა ამ ადამიანებს ექნებათ ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები, ეს ერთი. მეორე, თუ მოსამართლე ან პროკურორი მეტყვის, რომ ლევან, შენ ტყუი და შენ გარდა სხვა პოლიტიკური დაპირების გამო ადამიანი, მაშინ ვიტყვი, რომ ბოდიში, აღარ გააგრძელოთ სასამართლო სხდომა და გამიშვით საპატიმრო დილეგში და ვინ მასამართლებს? ხალხი, რომელიც 5 მილიონს დაჰპირდა თითო სოფელს. ადამიანს 1000 ლარს პენსიას რომ შესთავაზებ, ეს მოქრთამვა ყოფილა და პარტია, რომელმაც მიკროსაფინანსო სესხები გადაიხადა ხალხს, ეს არ ყოფილა ქრთამი, მაგრამ კეთილსინდისიერი დაპირება, რომ პოლიციელებს შესთავაზო ნორმალური ცხოვრება, ეს ყოფილა ქრთამი, ეს არ არის ქრთამი და ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ბევრი წელი ჩავჯდები ციხეში ჩემი ქვეყნისთვის თუ საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღება იქაურობა, მაგრამ ქრთამი არის ჩემთვის დამამცირებელი, ამიტომ ჩაწერეთ თქვენ ქრთამი.

ბრალი, რომელიც ეხება მშვიდობიან დამხობას, განჩინებაში წერია ეს ბოდიალი, რომ დაპირების გამო ადამიანი დავაკავეთ, მერე მიხვდნენ, რომ პროპაგანდა წააგეს და თურმე მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკობს ხაბეიშვილი. მოიცა კაცო, თქვენ მართლა ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? ასობით ადამიანი აკეთებს იმავე განცხადებას მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით, მეტი უკეთ როგორ აგიხსნათ, რომ თქვენს ჭკუამდე, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლის ჭკუამდეც არ მისულა, სასამართლოზე მაქვს წარდგენა, ვსაუბრობ ისე, რომ არ გამაგდოთ. მე ყველა საჯარო გამოსვლაში ვსაუბრობ მშვიდობიან დამხობაზე. მეტსაც გეტყვით, უკანასკნელ დღეებში კახი კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ აბა ვინმემ რამე გაბედეთ. მე არსად ვსაუბრობ გადატრიალებაზე, მე ვსაუბრობ მშვიდობიან დამხობაზე და რომ ჩვენ ვიქნებით კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში. 2003 წელს საქართველოში იყო ვარდების რევოლუცია, აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, მშვიდობიანად ჩამოშორდა მაშინდელი რეჟიმი ხელისუფლებას, რეჟიმი დაემხო, მშვიდობიანად მოხდა ეს ყველაფერი, წავიდნენ სახლში, დალიეს ჩაი, ჩაინიშნა არჩევნები და გაგრძელდა ცხოვრება და შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი, ეს ფაქტები მომყავდა და ყველა ჯერზე პროპაგანდას მოჰყავდა, რომ როგორ შეიძლება დამხობა იყოს მშვიდობიანი, მაგრამ კი, ეს იქნება მშვიდობიანი.

სად გინახავთ დამხობა, სადაც არ არის შეიარაღება, სადაც არ არის ამბოხი, სად ნახეთ ხაბეიშვილის შეიარაღება? სადმე გიწერიათ, რომ ხაბეიშვილს სადმე რამე აქვს? აბსოლუტური სისულელეა ხალხო ეს . ბუნებაში არ არსებობს მოქმედება და პატიმრობაში მიშვებთ? სახლში რომ მიხვალთ მინდა გულში ჩაიხედოთ და ოჯახის წევრებს შეხედოთ თვალებში და თქვათ, რომ კაცი იმის გამო გაუშვით ციხეში, რომ პილოტური განცხადება გააკეთა. თქვენ ახლა ერთი სული გაქვთ ხაბეიშვილი გააგდოთ დილეგში, წახვიდეთ სახლში, გააგრძელოთ ცხოვრება. სასამართლოს მინდა მივმართო, რადგან ეს სასამართლო უკანასკნელი შესაძლებლობა იყოს და არ იყოს ჟანდარმერია, რომ ხალხს მიმართოთ - ხმა არ ამოიღოთ, გაგადებთ, გაგყრით, კანონში ეს წერია - რა არის ხალხო? 21-ე საუკუნეა, 2025 წელია და თქვენ რას აკეთებთ, ტელეფონს ჩართავს ვინმე აგდებთ, რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ მოგწონთ, აგდებთ სასამართლო დარბაზიდან.

მოსამართლეს მინდა მივმართო, რომელსაც უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ტყუილად ვსხედვართ აქ.

მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით, მე მოგიწოდებთ ყველას ხალხო, ერთადერთი რამის გამო ვზივარ ახლა ციხეში, ერთადერთი რამის გამო გამიშვებენ ახლა საპატიმროში, ვინ იცის რამდენი ხნით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერი აქვთ ბოლო ვადა.

აქ მჯდომებს არ მოგმართავთ, მაგრამ ზოგმა ვერ დაიჯერეთ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია გამარჯვება და ამათმა უკვე დაიჯერეს მარცხის. ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის და ჩამსვა ციხეში, რომ თურმე ხაბეიშვილთან, ქართველ ხალხთან ისინი მარცხდებიან, იმათმა დაიჯერეს და თქვენ როგორ შეიძლება არ გჯეროდეთ საკუთარი ძალების? შეუძლებელია, წარმოუდგენლად მძიმეა, როდესაც ეთერებში სხედხართ მოღუშული სახეებით, წააგეს ხალხო ამათმა უკვე, ეს არის მარცხის აღიარება, იმიტომ მიშვებენ ციხეში, რომ მჯერა გაიმარჯვებს ხუთჯვრიანი დროშა, რომ არ ვილაპარაკო ისე, როგორც ვლაპარაკობ, რომ რწმენა დაგიბრუნოთ გამარჯვების, მე ჩემი თავი მაქვს გადადებული, ოღონდ თქვენ უნდა მოხვიდეთ გამარჯვების მუხტზე, ნუ გეშინიათ ნურაფრის, რა გჭირთ, ვინ შეგაშინათ? ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი, არცერთ ჩემს განცხადებას არ ვემიჯნები.

არ არსებობს სიტყვა ქრთამი, ეს არის მოგონილი, შეთითხნილი და მეორე, არ არსებობს არანაირი გადატრიალება, არსებობს კონსტიტუციით მონიჭებული ხალხის პროტესტი, რომელსაც ყური უნდა უგდოს ხელისუფლებამ, ხელისუფლებას არ აქვს უფლება არ დაუჯეროს ხალხს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა რომელიმე თანამდებობის პირი, ამიტომ მოგიწოდებთ იმედისკენ, მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. უნდა გავიმარჯვოთ 4 ოქტომბერს, არანაირი თარიღის გადაწევა და ვინც გეუბნებათ, რომ 4-ში არა, 9-ში, ის არის კარიერისტი, მას არ შეუძლია ბრძოლა, ის არის აბსოლუტურად არარაობა, გაეცალოს ასეთი ხალხი პოლიტიკას! ვისაც შეუძლია, ისინი გადაგიდგებიან”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.