უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს კითხვებს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ დაწყებულა.

"გამოძიების შესახებ თორნიკე რიჟვაძესთან არ მისაუბრია, მაშინ არანაირი გამოძიება არ იყო დაწყებული და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის კითხვები და არანაირი გამოძიება დაწყებული.

მე როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს კითხვებს, აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვეღარ გეტყვით, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა კითხვაზე თვითონ გიპასუხებთ უახლოეს პერიოდში", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.