ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც მისი შექმნილი იყო. 

"კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო და თავის დროზე მრავალი ათასი ქართველი სტუდენტი დააფინანსა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

ახლა ამ ვითომ პრემიერმა მოიმიზეზა, რომ უცხოეთში წასული სტუდენტები სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ. ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში. 

სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის. დროზე უნდა დავამარცხოთ ტირანია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.