უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა თავისი ნებით, ვიდრე შაჰ აბასმა ძალით წაასხა საქართველოდან, -  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის ეშინია.

"ბუნებრივია, რომ ამ ადამიანების - ემიგრანტების ეშინიათ. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ 13 წელში მილიონ ნახევარი ადამიანია გაქცეული საქართველოდან ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირისა და პოლიტიკური დევნის გამო. უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა თავისი ნებით, ვიდრე შაჰ აბასმა ძალით წაასხა საქართველოდან - მაშინ ოთხასი ათასი გაიყვანა შაჰ აბასმა და ახლა ამ ქართული გვარით და სულით - რუსმა, გავრილოვმა ისე გააკეთა, რომ ქართველებმა თავისი ნებით დატოვეს ქვეყანა.

ამ ხალხის ეშინიათ იმიტომ, რომ განსხვავებით აქ მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებზეც სხვადასხვა სახით - ქურდული სამყაროს მეშვეობით თუ სხვა ხერხით და დაშინების მეშვეობით ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე ეს ბერკეტები ძალიან მცირე აქვთ და ამიტომაც აისახა არჩევნებზე ეს. ახლა უნდათ, რომ ამგვარი მეთოდით ჩამოაცილონ ეს ადამიანები არჩევნებს და უტიფრად გამოდიან და აცხადებენ, რომ ჩამოდით და აქ მიეცით ხმაო", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.